ჩვენ და ნივთიერებები
კურსის რეფლექსია მოსწავლეთა დიდი ინტერესი თნამედროვე ტექნოლოგიებისადმი არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ მასწავლებლებმაც აქტიურად არ ავუწყოთ ფეხი ამ გამოწვევას და სასწავლო პრაქტიკაში მის დანერგვას. დიდ ინტერესს იწვევს პროექტებზე მუშაობა. პროექტი არის საშუალება მოსწავლეების მასწავლებლებთან, ასევე ერთმანეთთან დაახლოვების და უკეთ გაცნობისა.მუშაობის პროცესში ხდება თითოეულის წარმოჩენა სხვადასხვა კუთხით./იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი სწავლისადმი.ხელს უწყობს მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და მათ აღჭურვას 21-ე საუკუნის უნარჩვევებით.განათლების სამინისტრო ყოველთვის ზრუნავდა და ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე. ამაზე მეტყველებს ჩვენს მიერ გავლილი ტრენინგ კურსი-პროექტებით სწავლება და ისტის ინტეგრირება.კურსის ხანგრძლივობა 9 დღე გაგრძელდა, რაც საბოლოოდ შეადგენდა 36 საათს. ტრენინგი გვიტარდებოდა ქ. ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ავთანდილ ცნობილაძის მიერ 2016 წლის 22 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით. პედაგოგები ერთმანეთთან ვსაუბრობთ ტრენინგის აქტუალობაზე. ვუზიარებდით ერთმანეთს აზრებს. გადავწყვიტეთ მიღებული ცოდნა გამოვიყენოთ და დავნერგოთ ჩვენს სასწავლო პროცესში.ვიმუშაოთ ინტეგრირებულ პროექტებზე.სატრენინგო მასალები და სხვა რესურსები ნამდვილად იძლევა საშუალებას კიდევ უპრო საინტერესო და სახალისო გავხადოთ გაკვეთილი ჩვენი მოსწავლეებისათვის.
Monday, July 18, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისდაგეგმვას. როგორ უნდა დავაკავშიროთ ნაშრომი კითხვებთან ,მიზნებთან და 21-ე საუკუნის უნარჩვევებთან. ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოს მიბმა , ჩაშენაბა/ ტრენინგი კიდევ უფრო საინტერესო იყო. ერთმანეთს ვუზიარებდით ნასწავლს .ტრენერი ამომწურავად პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. ვასრულებდით მის მიერ მითითებულ დავალებებს.
Friday, July 15, 2016
მესამე დღის რეფლექსია
2016 წლის 22 ივნისიდან ჩართული ვარ მასწავლებელთაპროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში-ინტელის ძირითადი კურსიპროექტებით სწავლება და ისტის ინტეგრირება. ტრენინგი გვიტარდება ქ.ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში. ტრენერი ავთანდილ ცნობილაძე. გავეცანით ძირიოთად მოდულებს. ვისაუბრეთ ტრენინგის აქტუალურობაზე/. გავეცანით პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნის ტექნიკას.შევასრულეტ პირველი მოდულის დავალებები/. გავეცანით პროექტის დაგეგმვის,რესურსების და განსახორციელებელი საკითხების შაბლონებს/ დავამუშავეთ საგნის სტანდარტი და 21-ე საუკუნის მოთხოვნები/ ყველაპერი ეს მოვარგეთ ჩვენს მოფიქრებულ პროექტებს.
Tuesday, July 12, 2016
Subscribe to:
Posts (Atom)